მიწისძვრა კოლომბიაში

2026 წლის აგვისტო

10 აგვისტოს კოლომბიის ჩოკოს დეპარტამენტში 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელიც დასავლეთ კოლომბიის ასობით კილომეტრს მოიცავდა.Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციებთან Project Hope, Cenaced, All Hands and Hearts და Fundación Save the Children (ესპანეთი), უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს სამაშველო სამსახურების მუშაკები.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც მიწისძვრა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.