ხანძარი „კოჩესი“

Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომელთაც შეეხო ხანძარი „კოჩესი“, რომელმაც სან‑დიეგო მოიცვა.Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან 211 San Diego, რომელიც განსაზღვრავს, ვის სჭირდება დროებითი საცხოვრებელი, შემდეგ კი ეხმარება მათ მის უფასოდ პოვნაში.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც ხანძარი „კოჩესი“ შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.