ცენტრალური ტეხასი

თავშესაფრის პოვნა წყალდიდობის შემდეგ

The Hill Country flood memorial wall in Kerrville, Texas

„დილის 5 საათზე კარზე შერიფის კაკუნმა გაგვაღვიძა. მან გვითხრა, რომ წყალდიდობამ მთლიანად წალეკა რამდენიმე სახლი ჩვენს ქუჩაზე“.

— სკაილინი, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი

2025 წლის 5 ივლისის დილას სკაილინი, მისი პარტნიორი და მათი 10 თვის ვაჟი სახლში შეჭრილმა წყალმა გააღვიძა. წინა ღამით ჩვეულებრივად წვიმდა, ახლა კი სახლის წინ გაზონი მჩქეფარე მდინარედ ქცეულიყო. რეკორდულმა წყალდიდობამ ცენტრალურ ტეხასში მთლიანად წაიღო საცხოვრებლები, მათ შორის მათი მეზობლების სახლები.

ცენტრალურ ტეხასში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ამოთხრილი ხეები მიწაზე ყრია.

სკაილინმა მაშინვე სცადა, ოჯახთან ერთად გასცლოდა იქაურობას, თუმცა მისი ავტომობილი ტალახსა და ერთ მეტრამდე ადიდებულ წყალში გაიჭედა. სკაილინს გაგონილი ჰქონდა, რომ Airbnb.org, ორგანიზაციასთან All Hands and Hearts თანამშრომლობით, უფასოდ სთავაზობდა დროებით საცხოვრებელს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. ის დაუკავშირდა Airbnb.org-ს და მალევე შეძლო ახლომდებარე საცხოვრებლის დაჯავშნა. იქ მის შვილს შეეძლო მშვიდად თამაში, ხოლო თვითონ — სამომავლო ნაბიჯებზე ფიქრი.

Airbnb.org-ით მოსარგებლე სტუმარი, სკაილინი, სავარძელში ზის და ხელში 10 თვის ბავშვი უჭირავს. ისინი იმყოფებიან Airbnb‑ზე განთავსებულ საცხოვრებელში, რომელშიც წყალდიდობისგან თავშესაფარი იპოვეს.

სკაილინი და მისი ვაჟი უეილონი

„შვებით ამოვისუნთქე, როცა დავინახე, რომ ჩემი შვილი ასეთ სტრესულ პერიოდში ერთობოდა“.

— სკაილინი, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი

პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრები, მოხალისეები და საგანგებო სიტუაციების მართვის სპეციალისტები ოპერატიულად მობილიზდნენ დაზარალებულთა დასახმარებლად ცენტრალური ტეხასის მასშტაბით. ისინი მოსახლეობას საცხოვრებლების ტალახისგან გაწმენდაში, ნარჩენებისა და წყლით გაჟღენთილი ნივთების გატანასა და დაზიანებების აღდგენისთვის მომზადებაში ეხმარებოდნენ.

All Hands and Hearts-ის მოხალისეთა ჯგუფი ამზადებს კერძებს სამზარეულოში, Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნ საცხოვრებელში.

„ძალიან რთულია იმის გააზრება, თუ როგორ გამოიყურება 9 მეტრი სიმაღლის წყლის ტალღა, რომელიც კედელივითაა აღმართული და ნაკადად მოედინება მდინარეზე“.

— ალიქსი, Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარი და მოხალისე
ჰილ-ქანთრიში წყალდიდობის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კედელი (კერვილი, ტეხასი, აშშ)

ბევრი მოხალისე დღეში 20 საათი მუშაობდა, ამიტომაც მათთვის ახლომახლო ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. Airbnb.org‑ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა 12‑მდე ადამიანისგან შემდგარი მოხალისეთა ჯგუფების დაბინავება. ისინი ერთად ისვენებდნენ, მიირთმევდნენ და ძალებს აღიდგენდნენ.ცენტრალურ ტეხასში მთლიანობაში 350‑ზე მეტმა სტუმარმა იპოვა უფასო დროებითი საცხოვრებელი Airbnb.org‑ის ხელშეწყობით.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ვრცლად

ყოველ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.