მიწისძვრა სებუში

Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციასთან Angat Buhay, უფასო დროებითი საცხოვრებლით რომ უზრუნველყოს პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული სებუში (ფილიპინები) მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც სებუში მომხდარი მიწისძვრა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. Airbnb არ აკისრებს მომსახურების გადასახადებს არც Airbnb.org‑ით მოსარგებლე მასპინძლებს და არც სტუმრებს. მასპინძლები, რომლებიც დარეგისტრირდებიან საცხოვრებლის Airbnb.org‑ის ფარგლებში შესათავაზებლად, მიიღებენ ზარალისგან დაცვასა და პასუხისმგებლობის დაზღვევას, რასაც AirCover თითოეული ჯავშნისთვის ითვალისწინებს.