ტყის ხანძრების შემდეგ ბენები ერთად რჩებიან.

ბენები ცხოვრობენ კალიფორნიაში, ალტადენაში. იქ მათ იცნობენ, როგორც მუსიკალურ ოჯახს. ლორისა და ოსკარის შვიდი შვილი ადგილობრივ სკოლაში, ეკლესიაში და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე მღეროდნენ ხოლმე და დღესაც სცენაზე დგანან.
ბენები ალტადენაში 1950‑იან წლებში დასახლდნენ, როგორც პირველი შავკანიანი ოჯახი, რომელმაც აქ საცხოვრებლები შეიძინა. ბავშვები იმავე ქუჩაზე იზრდებოდნენ, სადაც მათი ბებია, დეიდები და ბიძები. ხილს უკანა ეზოში კრეფდნენ.
„ძალიან გაგვიმართლა. იქ დავიბადეთ, სადაც ჩვენის მსგავსი ოჯახებისთვის ბევრს ნიშნავდა საკუთარი სახლი, რომელშიც რამდენიმე თაობა იზრდებოდა“, — აღნიშნავს ლორენ ბენი, ლორენისა და ოსკარის ყველაზე უფროსი შვილი.
„სახლის დაკარგვა ერთია, მაგრამ საკუთარი ისტორიის ნაწილთან განშორება სულ სხვა დანაკლისია“.
როდესაც ალტადენას ხანძარი „იტონი“ მოედო, მან ლორენის ძმის, მშობლებისა და ბებიისის სახლებიც გაანადგურა. „სახლის დაკარგვა ერთია, მაგრამ საკუთარი ისტორიის ნაწილთან განშორება სულ სხვა დანაკლისია“, — აღნიშნავს ლორენი.

ბენებმა ის სახლი დაკარგეს, სადაც მათი შვიდი შვილი აღიზარდა. უბანში მათი რამდენიმე სხვა საცხოვრებელიც განადგურდა.
ევაკუაციის დროს ბენები ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე დღეში შინ დაბრუნდებოდნენ. ოსკარი ჟანგბადის სასუნთქ აპარატს იყენებდა. ყველანი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდნენ, რომ კვამლს მორიდებოდნენ. მალე გაირკვა, რომ შინ დაბრუნება შეუძლებელი იყო. ლორენმა დროებითი საცხოვრებელი მოითხოვა Airbnb.org‑ისა და 211 LA‑ს მეშვეობით. ბენების ოჯახის თერთმეტმა წევრმა, მათ შორის, ოსკარმა და ლორის სამმა შვილიშვილმა უფასოდ დაჰყვეს თვეზე ოდნავ მეტი ხანი Airbnb‑ზე განთავსებულ საცხოვრებელში, სანამ ოჯახი მოიფიქრებდა, როგორ ეცხოვრა შემდეგ.

ერთად ყოფნა ბენებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი სულ ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ყოველდღიურად ეხმარებოდნენ. „აქ მოსვლისას სიმშვიდის შეგრძნება დაგვეუფლა“, — აღნიშნავს ლორი. ერთ ღამეს სპაგეტი მოამზადეს. ეს სახლში მომზადებული მათი პირველი კერძი იყო მას შემდეგ, რაც ქუჩაში დარჩნენ. ყველაზე უმცროსმა შვილიშვილმა აქ ფეხი აიდგა.
„გვესმის, რომ ყველაფერი ძველებურად არ იქნება, თუმცა იმის იმედი მაძლიერებს, რომ ადგილობრივები ერთმანეთს დავუდგებით გვერდში და ამ განსაცდელს ერთად გადავლახავთ“.

Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნ დროებით საცხოვრებელში ყოფნისას ბენებმა გრძელვადიან ვარიანტსაც მიაკვლიეს მომავალი წლისთვის. ისინი გეგმავენ, დაბრუნდნენ ალტადენაში და აღადგინონ არა მხოლოდ თავიანთი სახლები, არამედ ცხოვრების ჩვეული წესიც.
მიიღეთ მონაწილეობა
შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.
ვრცლადთითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს
გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.