გაზსადენის აფეთქება მალაიზიაში

ამირული მეზობლებს კატასტროფის შემდეგ ფეხზე დადგომაში დაეხმარა

ამირული და მისი მეუღლე, იზატი, გვერდიგვერდ სხედან დივანზე და კამერაში იღიმიან

მალაიზიაში, პუტრა-ჰაიტსში, ამირული საკუთარ სახლში ოჯახთან ერთად, 2025 წლის 1 აპრილის დილას, ურაზა-ბაირამის მეორე დღეს აღნიშნავდა, როდესაც ძრავის ძლიერი ხმის მსგავსი ხმაური შემოესმათ. ფანჯრიდან გაიხედეს და ცეცხლოვანი ბურთის მსგავსი რაღაც დაინახეს. შენობა ირყეოდა. არაფერზე ფიქრის და არაფრის წაღების დრო არ იყო. ჩაავლეს ხელი თავიანთ ქალიშვილს და კარიდან გაიქცნენ, რომ საფრთხისთვის თავი აერიდებინათ.ახლომდებარე გაზსადენის აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელმაც 500-ზე მეტი ადამიანის იძულებით გადაადგილება, 150‑ის დაშავება და 81 სახლის განადგურება გამოიწვია.

ბავშვის ფეხები გახვეულია სახვევებში

ამირულმა და მისმა ნათესავებმა ხანძრის შედეგად მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღეს.

ამირული პუტრა‑ჰაიტსში ცხოვრობდა მეუღლესთან და მის ოჯახთან ერთად. აფეთქების დროს ამირული მეუღლესთან, მის მშობლებთან და თავის ცხრა ნათესავთან ერთად იყო. თავის დაღწევა ყველა მათგანმა მოახერხა, თუმცა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები მიიღეს. მათ სახლი დაკარგეს და ოჯახის ზოგიერთი წევრი საავადმყოფოში მოხვდა, სხვები კი — საზოგადოებრივ თავშესაფარში. ამირულმა Airbnb.org‑ის ფარგლებში უფასო დროებითი საცხოვრებლების შესახებ შეიტყო და ერთი თვით დაჯავშნა საცხოვრებელი, რომელშიც თავის ოჯახთან ერთად დაბინავდა, სანამ ადგილობრივი ხელისუფლებისგან უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილების მიღებას ელოდა. მათი საცხოვრებელი ახლოს იყო იმ საავადმყოფოსთან, რომელშიც ამირულსა და მის ნათესავებს უწევდათ სიარული დამწვრობების სამკურნალოდ.

„სახლი უსაფრთხო ადგილია; სივრცე, რომელშიც თავს კომფორტულად ვგრძნობთ. იქ შეგვიძლია უზრუნველად ვიცხოვროთ“.

ამირულის ოჯახი შეკრებილია საჭმლით გაწყობილი სასადილო მაგიდის გარშემო

ამირული სუპერმასპინძელია. მან სასწრაფოდ დაჯავშნა დროებითი საცხოვრებელი, თუმცა მისი ბევრი მეზობელი, რომლებიც თავშესაფარში იყვნენ, ამ პლატფორმას არ იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხებზე დამწვრობის გამო ამირული შშმ პირთა ეტლს იყო მიჯაჭვული, ის ადგილობრივთა კრებებზე დადიოდა, რომ მეზობლებისთვის Airbnb.org-ის მუშაობის პრინციპი გაეცნო და მათ უფასო დროებითი საცხოვრებლის მისაღებად დარეგისტრირებაში დახმარებოდა.

ამირული, შშმ პირთა ეტლით მოსარგებლე მასპინძელი, ესაუბრება მატინს, რომელიც Airbnb‑ში მუშაობს.

„როგორც მასპინძელმა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, საკუთარი ინიციატივით დავხმარებოდი ადგილობრივებს პროცესის გავლაში“.

Airbnb.org‑ის ფარგლებში დაჯავშნილი საცხოვრებლიდან ამირული მოგვიანებით ოჯახთან ერთად გადავიდა იმავე შენობის სხვა ბინაში. ის სამსახურს დაუბრუნდა, მისი ოჯახი კი თანდათან სტრესული მდგომარეობიდან გამოდის. ისინი პუტრა‑ჰაიტსში ყველაფრის აღდგენას გეგმავენ.

მიიღეთ მონაწილეობა

შეუერთდით მათ, ვინც საერთაშორისო მასშტაბით ზრუნავს კრიზისულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაზე.

ვრცლად

თითოეულ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაიცანით ადამიანები, რომლებსაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.