ჩვენი 2025 წლის წვლილი

2025 წელს Airbnb.org 60‑ზე მეტ საგანგებო მდგომარეობას გამოეხმაურა, რაც ჩვენი გაერთიანების არაჩვეულებრივი წევრების დამსახურებაა. მასპინძლებისა და თანხის გამღები პირების დახმარებით, უფასო დროებითი საცხოვრებელი 33 000‑ზე მეტი ადამიანისთვის უზრუნველვყავით ქარიშხლების, ძლიერი ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა სტიქიური უბედურებების დროს.
მხარდაჭერის გაგრძელება
ფოტოკოლაჟი, რომელზეც აღბეჭდილი არიან მასპინძლები, სტუმრები და მოხალისეები

12 ქვეყანა68 საგანგებო მდგომარეობა126 260 ღამე3260 შინაური ცხოველი

უფასოდ დაბინავებული 33 061 ადამიანი

გაღებული თანხები მოქმედებაში

ვინაიდან Airbnb ფარავს Airbnb.org‑ის ყველა საოპერაციო ხარჯს, გაღებული თანხა მთლიანად ხმარდება ადამიანების უფასო დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
ფოტოკოლაჟი, რომელზეც აღბეჭდილი არიან მასპინძლები, სტუმრები და მოხალისეები

საყოველთაო სიკეთე

დროებით საცხოვრებლებთან დაკავშირებულ ხარჯებს Airbnb.org ფარავს, რომ შესაბამისი საჭიროების მქონე ოჯახებმა უფასოდ შეძლონ ადგილობრივ მასპინძლებთან სტუმრობა.
ფოტოკოლაჟი, რომელზეც აღბეჭდილი არიან მასპინძლები, სტუმრები და მოხალისეები