პარაოლიმპიელი ვანდერსონ ჩავესი

ბრაზილიაში მომხდარი წყალდიდობის მიუხედავად, პარაოლიმპიელი პარიზი‑2024‑ში მონაწილეობაზე ოცნებობს

პარიზი‑2024‑ის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის კვალიფიკაციის გავლამდე ერთი თვით ადრე მოფარიკავე ვანდერსონ ჩავესის სახლი რიუ‑დუ‑სულში (ბრაზილია) ძლიერმა წყალდიდობებმა გაანადგურა. ის ამ სტიქიური უბედურებით დაზარალებულ 600 000 ადამიანს შორის ერთ‑ერთი იყო.წყალმა საბოლოოდ საცხოვრებლის ჭერამდე ააღწია და მისი საფარიკაო აღჭურვილობა, მედლები და პასპორტი გაიტაცა. ვანდერსონი, რომელიც რიო‑დე‑ჟანეიროს 2016 წლისა და ტოკიოს 2021 წლის პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა, შიშობდა, რომ წყალდიდობას, შესაძლოა, მისთვის პარიზში გამგზავრების შანსი წაერთმია.
მამაკაცი ნიჩბიანი ნავით, რომელშიც სამი ადამიანი ზის, გზას მიიკვლევს დატბორილი უბნის ქუჩებში.
ვანდერსონი, რომელიც 2013 წლიდან შშმ პირთა ეტლებით ფარიკაობაში ბრაზილიის ნაკრების წევრია, ამერიკის კონტინენტებზე ერთ‑ერთი საუკეთესო სპორტსმენია რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში. ფარიკაობით დაინტერესება მის ცხოვრებაში რთულ პერიოდს დაემთხვა. როგორც თვითონ ამბობს, მას არ ჰქონია სპორტის ამ სახეობის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული.ვანდერსონი ფეხბურთელობაზე ოცნებობდა. 12 წლის იყო, როცა ბრმა ტყვია მოხვდა კისერში, რამაც წელსქვემოთ მისი პარალიზება გამოიწვია. „პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, თუ როგორ ვითამაშებდი ფეხბურთს“, — იხსენებს ის.
შშმ პირთა ეტლით მოსარგებლე ორი მოფარიკავე სპარინგობს. ერთ‑ერთს რაპირა მეორის მკერდზე აქვს მიბჯენილი.
ვანდერსონი ქალაქის მერიაში მუშაობდა შშმ პირთა ეტლით მოსარგებლე ერთ მოფარიკავესთან ერთად, რომელმაც ურჩია, სპორტის ამ სახეობაში ეცადა თავისი შესაძლებლობები. ვანდერსონი, რომელსაც მანამდე არც კი გაეგო ფარიკაობის შესახებ, არ დაინტერესდა შეთავაზებით, თუმცა ცნობისმოყვარეობამ წაძლია და მაინც წავიდა კოლეგის გუნდის ვარჯიშის საყურებლად. შთაბეჭდილებამ მოლოდინს გადააჭარბა. „ბიჭები აკეთებდნენ ყველაფერს, რაც იმ მომენტამდე წარმოუდგენელი მიმაჩნდა“, — ამბობს ის.ვანდერსონმა გადაწყვიტა, ეცადა თავი ფარიკაობაში და მაშინვე გაიტაცა ამ სპორტმა. მას შემდეგ მან მთელ მსოფლიოში იმოგზაურა და სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი დონის შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა. 
2024 წლის 4 მაისს ვანდერსონის სახლი წყალდიდობით დაზარალდა. მას კიდევ ორ საკვანძო შეჯიბრებაში უნდა მოეგო, პარიზის ოლიმპიადაში რომ მიეღო მონაწილეობა. სტიქიური უბედურებით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევის გარდა, მას აღჭურვილობაც და საცხოვრებელიც ესაჭიროებოდა, ვარჯიში რომ გაეგრძელებინა.ტანსაცმელი და სპორტული აღჭურვილობა ვანდერსონისთვის მოფარიკავეებმა გაიღეს ბრაზილიიდან და აშშ-დან, ხოლო უფასო ადაპტირებული საცხოვრებელი მან Airbnb.org‑ის მეშვეობით მიიღო პორტუ‑ალეგრეში. ამგვარად, მან ვარჯიშის გაგრძელებაც შეძლო.
სათვალეში გამოწყობილი მოღიმარი ვანდერსონ ჩავესი შშმ პირთა ეტლში ზის და ხელი დახლზე აქვს ჩამოდებული ახალ ბინაში.

„Airbnb.org-ის მეშვეობით ბინის პოვნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — ახლა მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ ვარჯიშის შემდეგ სახლში წასვლასა და დასვენებას შევძლებ“.

ვანდერსონ ჩავესი სავარძელში ზის თმის სალონში. ის და დალაქი სარკეში იყურებიან და იცინიან.
მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ვანდერსონმა გაიარა კვალიფიკაცია და პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის საჭირო ქულები დააგროვა. ჩავესმა არ იცის, როდის შეძლებს (ან საერთოდ მოახერხებს თუ არა) სახლში დაბრუნებას, მაგრამ იმედი აქვს, რომ ბრაზილიაში ახალ მედალს ჩაიტანს.უყურეთ ვანდერსონის შეჯიბრებას 3 სექტემბრის 15:00‑დან (თბილისის დროით).
ოლიმპიური თამაშების, პარაოლიმპიური თამაშებისა და Airbnb‑ს ლოგოები
ფურგონიდან გადმოდის მამაკაცი, რომელსაც ხელში პატარა ბიჭი უჭირავს. მოღიმარი ქალი ესალმება მათ და ხელით ბიჭის ხელს ეხება.

Airbnb.org საცხოვრებლით უზრუნველყოფს სტიქიას გადარჩენილებს ბრაზილიაში

წყალდიდობების შემდეგ Airbnb.org‑მა უფასო საცხოვრებლები შესთავაზა რიუ‑დუ‑სულიდან ევაკუირებულებს. არაკომერციულ ორგანიზაცია Pertence‑თან თანამშრომლობით, საცხოვრებლებით უზრუნველვყავით ოჯახები, რომლებშიც განსაკუთრებული საჭიროებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავდათ. გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით კი საცხოვრებლებში განვათავსეთ პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრები, რომლებიც სტიქიური უბედურებისას ადგილობრივ მოსახლეობას ეხმარებოდნენ.

დაუდექით მხარში Airbnb.org‑ს

გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება უფასო საცხოვრებლის პოვნას რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.
თანხის გაღება