წყალდიდობა პაგოსის ოლქში
Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ოქტომბრის შუა რიცხვებში სამხრეთ‑დასავლეთ კოლორადოში მომხდარი წყალდიდობების გამო.წყალდიდობებით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებელთან დაკავშირებით შეუძლია მიმართოს ორგანიზაციის Mile High United Way სერვისს 211 Colorado. დასაწყისისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2‑1‑1 ან ეწვიეთ პარტნიორის ვებსაიტს. 211‑ის ოპერატორები დაადასტურებენ თქვენს საჭიროებებს და უსასყიდლოდ გამოგიყოფენ Airbnb‑ზე წარმოდგენილ საცხოვრებელს.
პარტნიორის ვებსაიტზე გადასვლათუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც წყალდიდობები შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას.თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.