Marianne

დედა, რომელმაც თავისი ოჯახი ძლიერი ხანძრებისგან დაიცვა

ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახი დგას სამზარეულოში და ყავის ჭიქებით ხელში რაღაცაზე საუბრობს.
სამხრეთ კალიფორნიაში მძვინვარე ხანძარმა „ბრიჯმა“ მარიანას ოჯახს სახლის დატოვება აიძულა.
როცა მარიანას ოჯახს სახლში ახალი ლეკვი, ტობი, მოჰყავდა, მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მომდევნო დღეს მასთან ერთად მოუწევდათ ევაკუაცია. 10 სექტემბრის სამშაბათის დილა რაიტვუდში (კალიფორნია) არაფრით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან. მარიანას გოგონები — 14, 12 და 9 წლის — სკოლის გზას გაუდგნენ, თავად მარიანა კი პატიოზე ჩამოჯდა სამუშაოდ. გარეთ მოწმენდილი ცა იყო.
უკანა ეზოში ქალი ეთამაშება ორ ძაღლს. უკანა ფონზე ჩანს პარმაღზე მდგარი სამი ადამიანი.
ევაკუაციამდე ერთი დღით ადრე ოჯახმა სახლში მოიყვანა ახალი ლეკვი, სახელად ტობი (ტობლერონის შემოკლებული ვერსია).
შუადღისკენ ქარი გაძლიერდა, ხანძარ „ლაინის“ მოახლოებასთან ერთად კი ციდან ფერფლმა დაიწყო ცვენა. მართალია, ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, თუმცა მარიანამ მაინც გადაწყვიტა, გოგონები სკოლიდან გამოეყვანა. სახლში დაბრუნების შემდეგ უკვე შესამჩნევი გახდა, რომ გარეთ ვითარება გაუარესდა. „გარეთ პოსტაპოკალიპსური სურათი იყო“, — იხსენებს მარიანა და დასძენს: „გოგონებს ვუთხარით, სასწრაფოდ ჩაელაგებინათ ჩანთა“. ევაკუაციის ბრძანებამაც არ დააყოვნა.
„გარეთ პოსტაპოკალიპსური სურათი იყო. გოგონებს ვუთხარით, სასწრაფოდ ჩაელაგებინათ ჩანთა“,
— მარიანა, Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული სტუმარი
მარიანას სახლიდან ჩანს ცეცხლოვანი ცა.
მარიანას მიერ გადაღებულ ფოტოზე ჩანს, რამდენად მოუახლოვდა ხანძრები სახლს (ფოტოს ავტორი: მარიანა).
ამასობაში, ევაკუირებული პირებისთვის უფასო დროებითი საცხოვრებლის საპოვნელად Airbnb.org‑მა თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებთან სან‑ბერნარდინოს ოლქში. მათ შორის იყვნენ Hearts & Lives და Visit Big Bear. Airbnb‑ზე რეგისტრირებულმა სამმა მოხალისე-მასპინძელმა სურვილი გამოთქვა, დახმარებოდა პარტნიორებს იმ ადამიანების პოვნაში, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებოდათ, პარალელურად კი გაევრცელებინათ ინფორმაცია Airbnb.org‑ის მეშვეობით დროებით საცხოვრებლებში განთავსების შესაძლებლობის შესახებ. ტარამ, კეიტიმ და მონიკმა მოამზადეს განაცხადის ფორმა, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს. ისინი დღე და ღამე ეხმარებოდნენ ადგილობრივ პარტნიორებს ევაკუირებულ პირთა შორიახლოს დაბინავების საკითხში. „ადამიანებმა არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ“, — გვიზიარებს ტარა და დასძენს: „ის შვება, რომელიც იგრძნობოდა მათ ხმაში, როცა იგებდნენ, რომ შეეძლოთ, სადღაც დაბინავებულიყვნენ ჩვილთან ერთად, გაერეცხათ ტანსაცმელი და მოემზადებინათ საჭმელი, ყველანაირ მადლობას აღემატება“. მასპინძლებისა და პარტნიორების დახმარებით, Airbnb.org‑მა ხანძრების, „ბრიჯისა“ და „ლაინის“, შედეგად სან‑ბერნარდინოს ოლქის იძულებით გადაადგილებული 1000‑ზე მეტი მკვიდრი დააბინავა, მათ შორის, ასობით ბავშვი და შინაური ცხოველი.
ორი ადამიანი გვერდიგვერდ ზის დივანზე, რომელიც ხით მოპირკეთებულ მყუდრო ოთახში დგას. ჩანს, რომ ისინი ერთად თავს მშვიდად და კარგად გრძნობენ.
Airbnb‑თი მოსარგებლე სუპერმასპინძლები, ტარა და კეიტი, ეხმარებოდნენ ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებს Airbnb‑ს საშუალებით დროებითი საცხოვრებლის მოძიებაში მათთვის, ვინც ქუჩაში დარჩა.

„ის შვება, რომელიც იგრძნობოდა მათ ხმაში, როცა იგებდნენ, რომ შეეძლოთ, სადღაც დაბინავებულიყვნენ ჩვილთან ერთად, გაერეცხათ ტანსაცმელი და მოემზადებინათ საჭმელი, ყველანაირ მადლობას აღემატება“,

— ტარა, Airbnb‑თი მოსარგებლე სუპერმასპინძელი ბიგ‑ბერიდან (კალიფორნია, აშშ)
ტარას, Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული მასპინძლის, პროფილის სურათი დადასტურებული ვინაობის აღნიშვნით.
მარიანას ოჯახი (ტობის ჩათვლით) იყო ერთ‑ერთი, ვისთვისაც Airbnb‑ზე განთავსებული საცხოვრებელი მოიძებნა უფასოდ, სანამ ის იძულებით ევაკუაციაში იმყოფებოდა. „მაშინ ჩვენთვის ყველაფერი თავდაყირა იდგა, ამიტომ დიდი შვება იყო, როცა გავიგეთ, რომ სადღაც დროებით ამოსუნთქვას შევძლებდით“, — გვიყვება მარიანა. მისი თქმით, მან რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად შეძლო პირადი ჰიგიენის რამდენიმე ნივთის ამოლაგება ჩანთიდან. „თითქოს არაფერი, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, როცა გაქვს ადგილი, სადაც შენი ნივთების დაწყობას და მშვიდად ფიქრს შეძლებ“, — აღნიშნავს ის.
ორი გოგონა ცალ‑ცალკე ზის მყუდრო მისაღებ ოთახში სათამაშოებით. უკანა პლანზე ჩანს სამზარეულო.
სახლიდან მოშორებით მარიანას ოჯახი ორი კვირის განმავლობაში გულისფანცქალით აკვირდებოდა ხანძრებთან დაკავშირებულ სიტუაციას მშობლიურ მხარეში, სანამ უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებდა.
ორი კვირის შემდეგ ოჯახი უსაფრთხოდ დაბრუნდა სახლში, სადაც მათ ცხოველები ელოდნენ, გოგონებმა კი გააგრძელეს სკოლაში სიარული. მარიანა მეუღლესთან ერთად რაიტვუდში საცხოვრებლად 2015 წელს გადავიდა და მათ უკვე მეორეჯერ მოუწიათ ევაკუაცია ძლიერი ხანძრების გამო. შესაძლოა, არც ეს შემთხვევა იყოს უკანასკნელი, თუმცა, როგორც თავად მარიანა ამბობს, მას გაუმართლა გარემოცვაში, რომელიც მუდამ მზადაა დასახმარებლად, განსაკუთრებით კი საგანგებო სიტუაციებში.„ჩვენი მომავალი სრულიად გაურკვეველი იყო, თუმცა Airbnb.org‑მა მოგვცა იმედი და იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და განსაცდელის წინაშე მარტონი არ ვიქნებით“, — აღნიშნავს მარიანა.

დაუდექით მხარში Airbnb.org‑ს

გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება უფასო საცხოვრებლის პოვნას რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.
თანხის გაღება