მიწისძვრა კუმამოტოში
Airbnb.org თანამშრომლობს ორგანიზაციებთან Peace Boat Disaster Relief Center, Peace Winds Japan და Japan Platform, დაზარალებულ რეგიონებში სიტუაციის ნორმალიზებას რომ შეუწყოს ხელი.ძალისხმევა გრძელდება, ამიტომ Airbnb.org და მისი პარტნიორი არაკომერციული ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის ყველაზე ეფექტური გზების საპოვნელად — იქნება ეს დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის თუ აღდგენითი სამუშაოების ხელშეწყობის საშუალებით.
თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც მიწისძვრა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, იაპონიაში მყოფ მასპინძლებთან გაფორმებული თითოეული ჯავშნისთვის მოქმედებს იაპონიაში მასპინძელთა დაზღვევა.