ქარიშხალ „ესაიას“ შედეგად დაზარალებულთა დახმარება

შეიტანეთ წვლილი უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც ქარიშხალ „ესაიასა“ და სხვა კრიზისული ვითარებების შედეგად დაზარალდა.

თანხის გაღება

ქარიშხალ „ესაიას“ შედეგად დაზარალებულთა დახმარება

შეიტანეთ წვლილი უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაში მათთვის, ვინც ქარიშხალ „ესაიასა“ და სხვა კრიზისული ვითარებების შედეგად დაზარალდა.

თანხის გაღება
ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს ამ თანამგზავრულ სურათზე ხუთშაბათს, 2026 წლის 8 ოქტომბერს, ასახულია ქარიშხალი „ესაია“, რომელიც აშშ‑ის მექსიკის ყურის სანაპიროს უახლოვდება.
ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო

ჩვენი მხრიდან რეაგირება

Airbnb.org, Airbnb‑ის მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც კრიზისულ ვითარებებში ადამიანების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფაა, თანამშრომლობს ადგილობრივ არაკომერციულ ორგანიზაციებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან, იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასა თუ პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებს უფასო დროებითი საცხოვრებელი რომ შესთავაზოს.მექსიკის ყურის სანაპიროს რეგიონში Airbnb.org თანამშრომლობს Inform Florida‑სა და Florida 211‑ის ქსელთან, ასევე, United Way of Southeast Louisiana‑სა და სხვა საზოგადოებრივ წარმომადგენლებთან, უფასო დროებითი საცხოვრებელი რომ გამოუყოს მათ, ვისი სახლებიც საცხოვრებლად უვარგისი გახდა ან ვინც სავალდებულო ევაკუაციას დაქვემდებარებულ ზონებში იმყოფება.ფლორიდაში სავალდებულო ევაკუაციას დაქვემდებარებულ ზონებში მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერის მოთხოვნა 211‑თან დაკავშირებით შეუძლიათ. სწორედ ეს სამსახური დაადგენს კრიტერიუმებთან შესაბამისობას.ლუიზიანაში მცხოვრებ ადამიანებს მხარდაჭერის მოთხოვნა 211‑თან დაკავშირებით შეუძლიათ. სწორედ ეს სამსახური დაადგენს კრიტერიუმებთან შესაბამისობას.ვინაიდან Airbnb.org‑ის სასარგებლოდ გაღებული თანხები საცხოვრებლებში განთავსების ხარჯებს ფარავს, რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის სტუმრობა სრულიად უფასოა.

დახმარების ხერხები

Airbnb‑ზე რეგისტრირებული მასპინძელი ესალმება Airbnb.org‑ით მოსარგებლე სტუმარს

გაიღეთ თანხა

თქვენ მიერ გაღებული თანხა მთლიანად მოხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას მათთვის, ვისაც ქარიშხალი „ესაია“ და სხვა კრიზისული ვითარებები შეეხო.

მასპინძელი დგას ნათელ ფანჯარასთან მისაღებ ოთახში და სტუმრებს ელოდება

შესთავაზეთ საცხოვრებელი

თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად.

ხშირად დასმული შეკითხვები

ვრცლად ჩვენი რეაგირების შესახებ

გაიცანით ადამიანები, რომელთაც უბედურება დაატყდა თავს, ასევე, ისინი, ვინც მათ დაეხმარა.