ელსი მასპინძელია, რომელმაც Airbnb.org‑ის მეშვეობით რომში ლტოლვილი დააბინავა.

დაგვეხმარეთ 100 000 უკრაინელი ლტოლვილის დაბინავებაში

შესთავაზეთ საცხოვრებელი უფასოდ ან ფასდაკლებით Airbnb.org‑ის მეშვეობით, ან გაიღეთ თანხა, რომ მეტ ადამიანს დავეხმაროთ.

თქვენი მხარდაჭერა სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის

Airbnb.org აფინანსებს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული 100 000‑მდე ადამიანის დროებით საცხოვრებლებში განთავსებას. ჩვენ ვეხმარებით ლტოლვილ სტუმრებს ეროვნების, რასის, ეთნიკური წარმომავლობისა თუ იდენტობის განურჩევლად.

დახმარების გაწევა მარტივად შეგიძლიათ: შესთავაზეთ საცხოვრებელი უფასოდ ან ფასდაკლებით Airbnb.org‑ის მეშვეობით, ან გაიღეთ თანხა ადამიანების დასაბინავებლად.

ლინდამ Airbnb.org‑ის მეშვეობით ლტოლვილებს დალასში უმასპინძლა.

შესთავაზეთ საცხოვრებელი

შესთავაზეთ სტუმრებს საცხოვრებელი უფასოდ ან ფასდაკლებით.

მასპინძლობის წესი

  • თქვენი ხელშეწყობით სტუმრებს ექნებათ კომფორტული საწოლი და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები რამდენიმე დღით ან კვირით. ვრცლად ლტოლვილი სტუმრების მასპინძლობის შესახებ.
  • Airbnb.org თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა თანამშრომლებიც ამოწმებენ ლტოლვილი სტუმრების შესაბამისობას კრიტერიუმებთან, ასევე, ეხმარებიან მათ როგორც სტუმრობამდე, ისე მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ.
  • Airbnb მასპინძლებს სთავაზობს AirCover‑ს: პასუხისმგებლობის დაზღვევას 1 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, ზიანის ანაზღაურებას 1 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში და არა მხოლოდ.
ფოდე ლტოლვილი სტუმარია, რომელიც Airbnb.org‑ის მეშვეობით მასპინძელმა იტალიაში დააბინავა.

გაღებული თანხა სრულად მოხმარდება უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულებს და რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ადამიანებს, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდებათ დროებითი საცხოვრებელი.

შემოწირულობის გაღების პრინციპი

  • თქვენი შემოწირულობა სრულად მოხმარდება მათ, ვისაც დროებითი საცხოვრებელი სჭირდება.
  • სტუმრებისთვის საცხოვრებლები სრულიად უფასოა.
  • შემოწირულობებზე ვრცელდება საგადასახადო შეღავათები ადგილობრივი კანონებით დაშვებულ ფარგლებში.
ჯოზუე Airbnb.org‑ის მეშვეობით უამრავ ადამიანს ეხმარება სტიქიური უბედურებების დროს.

დახმარება გჭირდებათ?

ფიზიკურ პირებს ამჟამად საცხოვრებლებს პირდაპირ არ ვთავაზობთ. Airbnb.org თანამშრომლობს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ლტოლვილების სახელით აგვარებენ დაჯავშნასთან და სტუმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ჩვენი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წვლილი

ჩვენ ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ეხმარებიან ლტოლვილებს საცხოვრებლის პოვნასა და სხვა საკითხებში. არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზებები მიიღება მხოლოდ მოწვევით.

Airbnb.org‑ის საქმე

Airbnb.org პარტნიორი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოფს სხვადასხვა გრანტსა და ტექნოლოგიას, რომელიც მათ ხელს უწყობს თავიანთი ბენეფიციარებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაში.

ჩვენი პარტნიორები

  • HIAS
  • მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (მსო)

Airbnb‑ს წვლილი

მასპინძლების მხარდაჭერა

Airbnb მასპინძლებს სთავაზობს AirCover‑ს: პასუხისმგებლობის დაზღვევას 1 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში, ზიანის ანაზღაურებას 1 მლნ აშშ დოლარის ფარგლებში და არა მხოლოდ.

სტუმრობის დაფინანსება

Airbnb‑სა და ქველმოქმედებს ფინანსური წვლილი შეაქვთ დროებით საცხოვრებლებში 100 000‑მდე უკრაინელი ლტოლვილის განთავსებაში.

გადასახადების გაუქმება

Airbnb არ დააკისრებს მომსახურების გადასახადებს არც ლტოლვილ სტუმრებს და არც მათ მასპინძლებს Airbnb.org‑ის ფარგლებში გაფორმებული ჯავშნების შემთხვევაში.