აჩუქეთ სხვებს სახლის სიმყუდროვე
შეიტანეთ თქვენი წვლილი რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის დროებითი საცხოვრებლის პოვნაში. Airbnb გააორმაგებს ერთჯერადად გაღებულ ყველა თანხას „ხელგაშლილ სამშაბათს“.
თანხის გაღებათანხის გაღების შესახებ
თანხა მთლიანად ხმარდება დაბინავებას
გაღებული თანხა სრულად ხმარდება საცხოვრებლის პოვნას რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანებისთვის.
Airbnb‑საც შეაქვს თავისი წვლილი
Airbnb ფარავს Airbnb.org‑ის ყველა ოპერაციულ ხარჯს და არ იღებს მომსახურების გადასახადებს მის ფარგლებში გაფორმებული ჯავშნებისთვის.
სტუმრობა ყოველთვის უფასოა
საცხოვრებლებს უზრუნველყოფენ მასპინძლები, ბევრ შემთხვევაში — ფასდაკლებით. დანარჩენი გაღებული თანხებით იფარება, ამიტომ სტუმრობა ყოველთვის უფასო გამოდის.

სიუზენი და სტივი 2017 წელს მასპინძლობდნენ მუსას, რაშას, ჯეისა და ალის დენვერში მდებარე თავიანთ საცხოვრებელში.
„სიუზენი და სტივი თითქმის ერთი თვის განმავლობაში გვმასპინძლობდნენ. მას შემდეგ რვა წელი გავიდა, ამასობაში კი ისინი ჩვენი ოჯახის წევრებად იქცნენ“,
— რაშა, Airbnb.org‑ზე რეგისტრირებული სტუმარი


Airbnb.org‑ის მეშვეობით ნაპოვნი მასპინძლები დაეხმარნენ მუსას, რაშას, ჯეისა და ალის დენვერში ახალი გარემოცვის პოვნასა და ცხოვრების თავიდან დაწყებაში.
Airbnb.org‑ს გვერდში უდგას Airbnb‑თი მოსარგებლე 60 000‑ზე მეტი მასპინძელი.
გაწევრიანებაAirbnb.org არის Airbnb‑ს მიერ დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია.