წყალდიდობა ჩილეში

2026 წლის ივლისი

ორგანიზაციასთან Desafío Levantemos Chile თანამშრომლობით Airbnb.org უზრუნველყოფს უფასო დროებით საცხოვრებელს მათთვის, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია ჩილეში წარმოქმნილი ატმოსფერული მდინარისა და ძლიერი ატმოსფერული ფრონტის გამო.მე‑5 კატეგორიის ატმოსფერულმა მდინარემ, ასევე, „ელ‑ნინიოსთან“ დაკავშირებულმა შემდგომმა ფრონტალურმა ციკლონებმა გამოიწვია წყალდიდობა და მეწყერი ჩილეს 16‑დან 10 რეგიონში. მთავრობამ პრევენციული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამ რეგიონებში, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება გაფრთხილებას იძლევა სიცოცხლისთვის საშიში პირობების, მასშტაბური წყალდიდობისა და საკუთრების მნიშვნელოვანი დაზიანების შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ, ასობით ათასი ოჯახი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.წყალდიდობით დაზარალებულ ადგილობრივ მოსახლეობას პირდაპირ შეუძლია დროებით საცხოვრებელში განთავსებაზე განაცხადის წარმოდგენა, თუ მათი ძირითადი საცხოვრებელი ადგილი მდებარეობს ზონაში, სადაც სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, ხოლო ჩვენ შევძლებთ მათი ვინაობის დადასტურებას. ვინაობის დასადასტურებლად საჭიროა Airbnb‑ზე რეგისტრირებული ანგარიში. თუ ის არ გაქვთ, მისი შექმნა აქედან შეგიძლიათ. თუ ევაკუაციის შესახებ მხოლოდ შეტყობინება ან გაფრთხილება მიიღეთ, Airbnb.org‑ის ფარგლებში დროებითი საცხოვრებლის პოვნა თქვენთვის ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

დახმარების ხერხები

თუ გსურთ, უფასო საცხოვრებლის პოვნაში დაეხმაროთ მათ, ვისაც წყალდიდობა შეეხო, Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თანხის გაღება შეგიძლიათ. გაღებული თანხები მთლიანად ხმარდება დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას. თუ Airbnb‑თი მოსარგებლე მასპინძელი ხართ, საშუალება გაქვთ, დარეგისტრირდეთ დაზარალებული მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ფასდაკლებით შესათავაზებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმებული ჯავშნებისთვის მოქმედ მომსახურების გადასახადებს, რომლებიც მასპინძლებს ეკისრებათ, Airbnb გაიღებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ. ამას გარდა, Airbnb მასპინძლებისთვის უზრუნველყოფს AirCover‑ს თითოეული ჯავშნისთვის.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.

შეკითხვები გაქვთ?

დაუკავშირდით მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს, რომელიც Airbnb.org‑ისთვის მუშაობს. მისი წევრები მზად არიან, უპასუხონ შეკითხვებს და დაეხმარონ როგორც სტუმრებს, ისე მასპინძლებს.