Airbnb‑ს მეშვეობით დასრულებული ყოველი სტუმრობა ამიერიდან ხელს შეუწყობს დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას საგანგებო ვითარებაში

თქვენი თითოეული სტუმრობის შემდეგ Airbnb გაიღებს 0,10 აშშ დოლარს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ, რაც დაეხმარება ამ უკანასკნელს, უფასოდ დააბინაოს ისინი, ვინც სტიქიური უბედურების, ავადმყოფობისა თუ სხვა კრიზისული ვითარების წინაშე აღმოჩნდნენ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომდევნო 5 წლის განმავლობაში Airbnb.org‑ისთვის 500 მილიონი აშშ დოლარის მობილიზებას.
საცხოვრებლების დათვალიერება
სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისგან შემდგარი მოღიმარი ოჯახი შეკრებილია საცხოვრებლის გარეთ. ჩვილი კამერისკენ იშვერს ხელს.

ერთი მილიონი ღამე უფასოდ — თქვენი და სხვების სტუმრობების წყალობით

ერთი მილიონი ღამე უფასოდ —თქვენი და სხვების სტუმრობების დამსახურებით

თითოეული სტუმრობა გვეხმარება, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს — 2030 წლისთვის წელიწადში ჯამში 1 მილიონი ღამით უზრუნველვყოფდეთ უფასო დროებით საცხოვრებელს შესაბამისი საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.

თქვენ სტუმრობთ

ისიამოვნეთ სახლში ან სასტუმროში თქვენი სტუმრობით — იცოდეთ, რომ მხოლოდ ამითაც კი ეხმარებით რთულ ვითარებაში აღმოჩენილ ოჯახებს.

Airbnb გასცემს

Airbnb თითოეული სტუმრობიდან გაიღებს 0,10 აშშ დოლარს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ, რაც დაეხმარება ამ უკანასკნელს საგანგებო ვითარებებში უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფაში.

ოჯახებისთვის სტუმრობა უფასოა

საცხოვრებლის ღირებულებას Airbnb.org ფარავს, ამიტომ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანები იქ უფასოდ რჩებიან, მასპინძლები კი ანაზღაურებას ჩვეულებრივ იღებენ.

დროებითი საცხოვრებელი სახლისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროთი

Airbnb.org უზრუნველყოფს მოკლევადიან სტუმრობებს რეალურ საცხოვრებლებში, რაც ეხმარება არა მხოლოდ მათ, ვისაც იძულებით გადაადგილება მოუწია სტიქიური უბედურების გამო, არამედ მათაც, ვინც სამედიცინო მომსახურების მისაღებად სხვაგან მიემგზავრება ან სხვა კრიზისულ ვითარებაში აღმოჩნდა.

ინიციატივა 135‑ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს

2020 წლიდან Airbnb.org‑მა ჯამში 1,6 მილიონი ღამით უზრუნველყო უფასო დროებითი საცხოვრებელი საგანგებო ვითარებების დროს.
წერტილები მსოფლიო რუკაზე აღნიშნავს იმ ადგილებს, სადაც Airbnb.org‑მა საგანგებო ვითარებაში უზრუნველყო უფასო დროებითი საცხოვრებელი 135‑ზე მეტ ქვეყანაში.

ყოველ სტუმრობას თავისი ისტორია აქვს

გაეცანით იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებმაც Airbnb.org‑ის მეშვეობით იპოვეს დროებითი საცხოვრებელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ყველა ამბის გაცნობა

მხარდაჭერის სხვა ხერხები

თქვენი სტუმრობა ხელს უწყობს Airbnb.org‑ს რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დაბინავებაში. თუ დამატებით გსურთ მის გვერდში დადგომა, ეს სხვადასხვა საშუალებით შეგიძლიათ.

ხშირად დასმული შეკითხვები

როგორ ეხმარება Airbnb‑ს მეშვეობით დასრულებული ყოველი სტუმრობა Airbnb.org‑ს?
თითოეული სტუმრობიდან მიღებული თავისი შემოსავლიდან Airbnb 0,10 აშშ დოლარს გაიღებს Airbnb.org‑ის, აშშ‑ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, სასარგებლოდ, რაც დაეხმარება ამ უკანასკნელს, განავრცოს თავისი საქველმოქმედო საქმიანობა, რომელიც მოიცავს უფასო დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფას მათთვის, ვინც სტიქიური უბედურების, ავადმყოფობისა თუ სხვა კრიზისული ვითარების წინაშე აღმოჩნდა. აღნიშნული არ აისახება იმაზე, თუ რამდენის გადახდა მოუწევთ სტუმრებს ან რა ოდენობის თანხა ერგებათ მასპინძლებს.დაფინანსების ეს ახალი მოდელი, რომელიც თითოეულ სტუმრობას უკავშირდება, ხელს შეუწყობს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 500 მილიონი აშშ დოლარის მობილიზებას Airbnb.org‑ისთვის, რაც, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს Airbnb.org‑ს, 2030 წლისთვის წელიწადში ჯამში 1 მილიონი ღამით უზრუნველყოს უფასო დროებითი საცხოვრებელი საგანგებო ვითარებების დროს.Airbnb‑ს მიერ თანხის გაღება ხდება შემდეგნაირად:
  • Airbnb თითოეული დასრულებული სტუმრობიდან გაიღებს 0,10 აშშ დოლარს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ.
  • Airbnb თანხებს გაიღებს დასრულებული სტუმრობების შემთხვევაში (აღნიშნულში არ შედის დაბინავებამდე გაუქმებული სტუმრობები).
  • Airbnb არ გაიღებს თანხებს შთაბეჭდილებებისა თუ მომსახურებების ჯავშნების შემთხვევაში.
  • Airbnb‑ს მიერ Airbnb.org‑ის სასარგებლოდ შეწირულებების გაღება ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში როგორც ფულადი, ისე არაფულადი სახით, რაც მთლიანობაში შესაძლებელს ხდის Airbnb.org‑ის საქველმოქმედო საქმიანობას და ხელს უწყობს მას.
  • Airbnb‑ს მიერ გაღებული თანხებით დაიფარება როგორც Airbnb.org‑ის საოპერაციო ხარჯები, ისე საგანგებო ვითარებებში დროებითი საცხოვრებლების ღირებულება, ამიტომ საზოგადოების წევრების მიერ გაღებული თანხები მთლიანად მოხმარდება დროებითი საცხოვრებლების დაფინანსებას საგანგებო ვითარებებში.
  • თანხის გამღებია Airbnb, ამიტომ სტუმრობაში თქვენ მიერ გადახდილ თანხაზე საერთოდ არ ვრცელდება ის საგადასახადო შეღავათები, რომლებიც გათვალისწინებულია საქველმოქმედო შეწირულებებისთვის.
  • აღნიშნულის ფარგლებში Airbnb‑ს მიერ თანხის გაღება 2026 წლის 28 ოქტომბერს დაიწყება და რეგულარულად გაგრძელდება.
  • Airbnb ან Airbnb.org უფლებამოსილი არიან, ნებისმიერ დროს შეცვალონ დაფინანსების აღნიშნული მოდელი, ან შეწყვიტონ მისი მოქმედება.
Airbnb.org, Inc. აშშ‑ში რეგისტრირებული 501(c)(3) კატეგორიის არაკომერციული ორგანიზაციაა (დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო ნომერი: 83‑3135259). ის არის Airbnb, Inc.‑ისა და მასთან აფილირებული კომპანიებისგან დამოუკიდებელი, ცალკემდგომი ორგანიზაცია. Airbnb.org‑ის რეგისტრაციისა და სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი ადგილი და მისამართია 888 Brannan Street, San Francisco, CA 94103, USA. მისი ვებსაიტია airbnb.org, ხოლო ტელეფონის ნომერია (415) 728‑0108.კალიფორნია: Airbnb ყოველკვარტალურად გასცემს შემოწირულებებს Airbnb.org‑ის სასარგებლოდ თითოეული სტუმრობიდან.ნიუ‑ჯერსი: ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია გენერალურ პროკურატურაში საქველმოქმედო შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ბოლო საანგარიშო პერიოდში საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ შემოწირულებების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა, შეგიძლიათ მიიღოთ ნიუ‑ჯერსის შტატის გენერალური პროკურატურისგან ტელეფონის ნომერზე 973 504 6215; ის, ასევე, ხელმისაწვდომია ინტერნეტში, ვებმისამართზე http://www.state.nj.us/lps/ca/charfrm.htm. გენერალურ პროკურატურაში რეგისტრაცია არ ნიშნავს მისი მხრიდან კონკრეტული საქმიანობის მხარდაჭერას.ნიუ‑იორკი: Airbnb.org‑ის მიერ ნიუ‑იორკის შტატის გენერალურ პროკურატურაში წარდგენილი ბოლო ფინანსური ანგარიშის ასლის მოთხოვნა შესაძლებელია Airbnb.org‑ისგან ( notices@airbnb.org) ან ნიუ‑იორკის შტატის გენერალური პროკურატურის საქველმოქმედო ორგანიზაციების ბიუროსგან (28 Liberty Street, New York, NY 10005). საქველმოქმედო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებსაიტზე www.charitiesnys.com ან ტელეფონის ნომერზე (212) 416‑8401. Airbnb.org გასცემს გრანტებს სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებზე.ვაშინგტონი: Airbnb.org რეგისტრირებულია ვაშინგტონის შტატის სამდივნოში, როგორც ამას საქველმოქმედო შემოწირულებების შესახებ კანონი მოითხოვს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვაშინგტონის შტატის სახელმწიფო სამდივნოში ვებსაიტზე www.sos.wa.gov/charities ან ტელეფონის ნომერზე 1‑800‑332‑4483.