ჩვენი სახლის კარი ღიაა კრიზისულ ვითარებებში
ჩვენი გაერთიანების წევრები მზად არიან, დროებითი საცხოვრებელი შესთავაზონ სტიქიური უბედურებების, მასშტაბური კონფლიქტებისა თუ სხვა მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს.
2012 წლიდან, რთულ ვითარებაში აღმოჩენილმა 250,000‑ზე მეტმა ადამიანმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი
მასპინძლების, თანხის გამღები პირების და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, Airbnb.org‑ის მეშვეობით დროებითი საცხოვრებელი 140 000‑ზე მეტმა ადამიანმა იპოვა.
შეიტყვეთ, როგორ გაერთიანდნენ კარმენი და მისი მეზობლები ქარიშხალ „მარიას“ შემდეგ.
სტიქიური უბედურებების დროს გაერთიანების წევრები ერთმანეთის გვერდით ვართ. Airbnb.org-ის პროგრამების მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი საცხოვრებლების უფასოდ შეთავაზება მათთვის, ვისაც ევაკუაცია ესაჭიროება.
Airbnb.org დაეხმარა ომს გამოქცეულ 100 000 ადამიანს საცხოვრებლის პოვნაში
სერიოზული სტიქიური უბედურების შემდეგ აღდგენას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. Airbnb.org ხელს უწყობს სამაშველო სამსახურების იმ მუშაკების დაბინავებას, რომლებსაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ საქმეში.
შინაურობის განცდა მთელ მსოფლიოში
Airbnb.org ისწრაფვის ისეთი სამყაროს შექმნისკენ, რომელშიც რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საცხოვრებლის პოვნას და თავს შინაურად იგრძნობს. ამ იდეის განსახორციელებლად Airbnb.org კისრულობს გარკვეულ ვალდებულებებს პიროვნული მრავალფეროვნების, თანაბარუფლებიანობის, წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულებისა და საყოველთაო ადაპტირებულობის კუთხით.