დაეხმარეთ დაბინავებაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებსა და პირველადი რეაგირების ჯგუფების წევრებს.
თანხის გაღება

ჩვენი სახლის კარი ღიაა კრიზისულ ვითარებებში

ჩვენი გაერთიანების წევრები მზად არიან, დროებითი საცხოვრებელი შესთავაზონ სტიქიური უბედურებების, მასშტაბური კონფლიქტებისა თუ სხვა მოვლენების შედეგად დაზარალებულ პირებს.

2012 წლიდან, რთულ ვითარებაში აღმოჩენილმა 250 000‑ზე მეტმა ადამიანმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი

Airbnb მასპინძლები მსოფლიო მასშტაბით გვერდში უდგანან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გაიცანით ადამიანები, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა.

მასპინძლების, თანხის გამღები პირების და პარტნიორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, Airbnb.org‑ის მეშვეობით დროებითი საცხოვრებელი 140 000‑ზე მეტმა ადამიანმა იპოვა.

შეიტყვეთ, როგორ გაერთიანდნენ კარმენი და მისი მეზობლები ქარიშხალ „მარიას“ შემდეგ.

სტიქიური უბედურებების დროს გაერთიანების წევრები ერთმანეთის გვერდით ვართ. Airbnb.org-ის პროგრამების მეშვეობით ადამიანებს შეუძლიათ თავიანთი საცხოვრებლების უფასოდ შეთავაზება მათთვის, ვისაც ევაკუაცია ესაჭიროება.

Airbnb.org დაეხმარა ომს გამოქცეულ 100 000 ადამიანს საცხოვრებლის პოვნაში

სერიოზული სტიქიური უბედურების შემდეგ აღდგენას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს. Airbnb.org ხელს უწყობს სამაშველო სამსახურების იმ მუშაკების დაბინავებას, რომლებსაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ საქმეში.

შინაურობის განცდა მთელ მსოფლიოში

Airbnb.org ისწრაფვის ისეთი სამყაროს შექმნისკენ, რომელშიც რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ნებისმიერი ადამიანი შეძლებს საცხოვრებლის პოვნას და თავს შინაურად იგრძნობს. ამ იდეის განსახორციელებლად Airbnb.org კისრულობს გარკვეულ ვალდებულებებს პიროვნული მრავალფეროვნების, თანაბარუფლებიანობის, წინასწარგანწყობებისგან თავისუფალი დამოკიდებულებისა და საყოველთაო ადაპტირებულობის კუთხით.

სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში ვეხმარებით.

გაიცანით რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც Airbnb.org-ის ფორმირებაში დაგვეხმარა.
IMC გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს სთავაზობს სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულებს მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ამზადებენ ადამიანებს, რომ თანდათან დაძლიონ კრიზისი და თავდაჯერებულობა მოიპოვონ.
საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი არის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს მსოფლიოს უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაზე და ეხმარება კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ ადამიანებს, რომ გადარჩნენ, ძალები აღიდგინონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ.
HIAS არის ებრაული საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება და მათზე ზრუნავს.
Build Change არის ორგანიზაცია, რომელიც სტიქიური უბედურების თავიდან აცილებასა და მისგან გამოწვეული შედეგების მოგვარებაზე ზრუნავს. ის ცდილობს, ადგილობრივები სტიქიური უბედურებისადმი გამძლე საცხოვრებლებით უზრუნველყოს.
CORE ზრუნავს სტიქიური უბედურებისთვის მოსახლეობის მზადყოფნასა და საპასუხო ზომების მიღებაზე, ასევე, ეხმარება კრიზისისგან დაზარალებულ თუ საფრთხეში მყოფ ადამიანებს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. ის აერთიანებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 192 ეროვნულ საზოგადოებას, რომელთა მიზანიც ადამიანების ცხოვრების გადარჩენა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაა.