გავუღოთ საკუთარი სახლის კარი მათ, ვინც გასაჭირშია

ჩვენი გაერთიანების წევრებთან თანამშრომლობით დროებით საცხოვრებელს უზრუნველვყოფთ ისეთ საგანგებო ვითარებებში, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, COVID-19 თუ სხვა.

2012 წლიდან 75,000-მა ადამიანმა იპოვა დროებითი საცხოვრებელი რთულ პერიოდში.

Airbnb მასპინძლები მსოფლიო მასშტაბით გვერდში უდგანან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. გაიცანით ადამიანები, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა.

სხვა არაკომერციულ ორგანიზაციებს გრძელვადიანი შედეგების მიღწევაში ვეხმარებით.

გაიცანით რამდენიმე პარტნიორი, რომლებიც Airbnb.org-ის ფორმირებაში დაგვეხმარა.

საერთაშორისო სამედიცინო კორპუსი

IMC გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს სთავაზობს სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულებს მსოფლიოს მასშტაბით. ისინი ამზადებენ ადამიანებს, რომ თანდათან დაძლიონ კრიზისი და თავდაჯერებულობა მოიპოვონ.

საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი

საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი არის ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს მსოფლიოს უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაზე და ეხმარება კონფლიქტებისა და სტიქიური უბედურებისგან დაზარალებულ ადამიანებს, რომ გადარჩნენ, ძალები აღიდგინონ და ახალი ცხოვრება დაიწყონ.

HIAS

HIAS არის ებრაული საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლტოლვილებს, თავშესაფრის მაძიებლებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება და მათზე ზრუნავს.

Build Change

Build Change არის ორგანიზაცია, რომელიც სტიქიური უბედურების თავიდან აცილებასა და მისგან გამოწვეული შედეგების მოგვარებაზე ზრუნავს. ის ცდილობს, ადგილობრივები სტიქიური უბედურებისადმი გამძლე საცხოვრებლებით უზრუნველყოს.

Community Organized Relief Effort

CORE ზრუნავს სტიქიური უბედურებისთვის მოსახლეობის მზადყოფნასა და საპასუხო ზომების მიღებაზე, ასევე, ეხმარება კრიზისისგან დაზარალებულ თუ საფრთხეში მყოფ ადამიანებს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. ის აერთიანებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის 192 ეროვნულ საზოგადოებას, რომელთა მიზანიც ადამიანების ცხოვრების გადარჩენა და მათთვის ღირსეული პირობების შექმნაა.
Airbnb.org-ის ლოგო
Mercy Corps-ის ლოგო

ჩვენ ერთად აღვადგენთ ყველაფერს.

2018 წლის აგვისტოში ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მიწისძვრების სერია მოხდა. რეგიონში აღდგენითი სამუშაოებისთვის Mercy Corps-ის სამაშველო სამსახურის მუშაკები გაემგზავრნენ, რომელთაც გაერთიანების მეშვეობით კომფორტული საცხოვრებლები იპოვეს.